დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აქტივისტები, რომლებიც გასულ კვირას ვაშინგტონში ვახშმის დროს დახვდნენ, პატიმრობას იმსახურებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აქტივისტები, რომლებიც მას გასულ კვირას ვაშინგტონში ვახშმის დროს დახვდნენ, „საფრთხეს წარმოადგენდნენ“ და პატიმრობას იმსახურებენ.
„არ ვიცი, როგორ მოხვდნენ იქ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არაადეკვატური იყო, მათ ისეთი რაღაცები თქვეს. თუ შეხედავთ მათ ქცევას, ქმედებებს, დიახ, ვფიქრობ, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ვაშინგტონში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე მისულ დონალდ ტრამპს აქტივისტებმა „ჩვენი დროის ჰიტლერი“ უწოდეს. 9 სექტემბერს ტრამპი ვაშინგტონში, რესტორან Joe’s Seafood, Prime Steak & Stone Crab-ში იმყოფებოდა ვახშამზე, რა დროსაც მას აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და პალესტინის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.