დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ კვირაში ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, თუმცა „ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“

02:14, 12.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, თუმცა „ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ტრამპის თქმით, იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

„უკრაინა დათანხმდა ამას. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინიც დათანხმდება და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი