დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ალიანსით უკმაყოფილოა, რადგან შეერთებულ შტატებს უსამართლოდ მოექცნენ

12:49, 08.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-თი უკმაყოფილოა, რადგან, მისი თქმით, აშშ-ს უსამართლოდ მოექცნენ.

დონალდ ტრამპის თქმით, დიდი პრობლემა წარმოიშვა, როდესაც აშშ-ს სჭირდებოდა ნატო და დახმარებისთვის მიმართა, ყველა მათგანმა უარი თქვა.

ტრამპის განცხადებით, როდესაც ნატო-ს წევრებს შეეძლოთ აშშ-ის გვერდით ყოფნა, ისინი იქ არ იყვნენ, მაშინ როცა აშშ ყოველთვის ნატო-ს წევრების გვერდით იყო.

„ჩვენ ტრილონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, რომ დაგვეცვა ეს ქვეყნები რუსეთისგან და ამას ჩვენთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ ოკეანე გვაქვს. ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ისინი ჩვენთან სათანადოდ არ მოქცეულან. მარკს ეს ესმის. აშშ-ს უსამართლოდ მოექცნენ. ჩვენ არაპროპორციულად ვიხდით. იყო დრო, როდესაც 100%-ს ვიხდიდით და ბევრი ქვეყანა არაფერს იხდიდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი