დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ისრაელში ჩასვლას არ გეგმავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ისრაელში ჩასვლას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს ისრაელში ჩასვლას არ გეგმავს.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ისრაელში გაჩერებას, თუმცა რომელიმე მომენტში აუცილებლად გავაკეთებთ ამას, მაგრამ არა ამ ვიზიტის დროს“, – განაცხადა ტრამპმა.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი, რომელიც 13-16 მაისს არის დაგეგმილი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტრამპის მეორე ვიზიტი იქნება. პირველი ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტი რომში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა.​​​​​​​​​​​​​​​​