დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 100%-იანი ტარიფი ამოქმედდება ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ციფრული მომსახურების გადასახადს დაუწესებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ციფრული მომსახურების გადასახადს დაუწესებს, 100%-იანი ტარიფი ამოქმედდება.
„ევროპის არაერთი ქვეყანა განიხილავს ამერიკული კომპანიებისთვის ციფრული მომსახურების გადასახადის დაუყოვნებლივ ამოქმედებას. ამ ქვეყნებიდან ზოგი ამის განხორციელებასთან ახლოსაა. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასეთ გადასახადს დააწესებს, დაუყოვნებლივ დაეკისრება 100%-იანი ტარიფი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ნებისმიერ საქონელზე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები ძალაში შევა იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებთან რაიმე სავაჭრო შეთანხმება.