დონალდ ტრამპი - 75 წლის დემონსტრანტი ბუფალოში, რომელიც პოლიციელმა წააქცია, შესაძლოა, ულტრამემარცხენე მოძრაობის პროვოკატორი ყოფილიყო
დონალდ ტრამპი - 75 წლის დემონსტრანტი ბუფალოში, რომელიც პოლიციელმა წააქცია, შესაძლოა, ულტრამემარცხენე მოძრაობის პროვოკატორი ყოფილიყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ქალაქ ბუფალოში 75 წლის დემონსტრანტი, რომელიც პოლიციელმა წააქცია, შესაძლოა, ულტრამემარცხენე მოძრაობა „ანტიფას“ პროვოკატორი ყოფილიყო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ბუფალოში დემონსტრანტი, რომელსაც პოლიციამ ხელი ჰკრა შესაძლოა, იყო „ანტიფას“ პროვოკატორი. 75 წლის მარტინ გუჯინოს ხელი ჰკრეს მას შემდეგ, რაც როგორც ჩანს, ის პოლიციის საკომუნიკაციო საშუალებების სკანირებას ახდენდა აღჭურვილობის ჩასახშობად. მე ვუყურე, ის დაეცა უფრო ძლიერად, ვიდრე მას ხელი ჰკრეს. სკანერს უმიზნებდა. შესაძლოა, ეს დადგმული იყო?“ – წერს დონალდ ტრამპი.

ბუფალოში 4 ივნისს გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციელებმა ხელი ჰკრეს მათთან მოახლოებულ 75 წლის დემონსტრანტს, რომელიც დაეცა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მომხდარის გამო, პოლიციის ორ თანამშრომელს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.