დონალდ ტრამპი 5 ივნისს ჩრდილოეთ კაროლინაში „რესპუბლიკური პარტიის“ ყოველწლიურ ყრილობაზე სიტყვით გამოვა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 5 ივნისს ჩრდილოეთ კაროლინის „რესპუბლიკური პარტიის“ ყოველწლიურ ყრილობაზე სიტყვით გამოვა. შესაბამის ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც ჩრდილოეთ კაროლინის „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსპიკერმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა გრინვილში ყრილობის ფარგლებში დაგეგმილ ვახშამზე და მისი გამოსვლა მედიისთვის დახურული იქნება.
პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ დონალდ ტრამპი საჯარო ღონისძიებებში იშვიათად მონაწილეობს. მისი უკანასკნელად ის თებერვალში კონსერვატიულ ფორუმზე გამოვიდა სიტყვით. ტრამპს ამ დრომდე დაბლოკილი აქვს წვდომა „ტვიტერსა“ და „ფეისბუქზე“, ხოლო მისი საჯარო განცხადებები ძირითადად წერილობითი ფორმით ან მედიასაშუალებებში სატელეფონო კომენტარებით შემოიფარგლება.
„ეიბისი ნიუსი“ აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, დონალდ ტრამპის რძალმა, ლარა ტრამპმა აშშ-ის სენატში ჩრდილოეთ კაროლინიდან 2022 წლის არჩევნებში იყაროს კენჭი. მან შესაბამისი ინტერესი უკვე გამოხატა.