დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს, თუმცა 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

დონალდ ტრამპმა კონსერვატორთა კონფერენციას ფლორიდაში მიმართა და თქვა, რომ ახალი პარტიის შექმნა რესპუბლიკელების ხმების გაყოფას გამოიწვევს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა „ამერიკა პირველიდან ამერიკა ბოლოსკენ“ წავიდა.

„დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ და ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორს არის დასასრულისგან. ჩვენ დღეს შეიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ მომავალზე – ჩვენი მოძრაობის მომავალზე, ჩვენი პარტიის მომავალზე და ჩვენი საყვარელი ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა ტრამპმა.

ეს დონალდ ტრამპის პირველი პირველი საჯარო მიმართვაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ, სოციალური მედიის პლატფორმებზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამ დრომდე შეზღუდვები მოქმედებს.

დატოვე კომენტარი