დონალდ ტრამპი 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, რომელიც ტრამპის პრეზიდეტობის დროს „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიას გამორიცხავდა, ხოლო ახლა პოზიცია შეცვალა.

ტრამპმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, პანდემიის გამო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად აშშ-ს 10 ტრილიონი დოლარი გადაუხადოს.

თავის სიტყვაში ტრამპმა აგრეთვე გააკრიტიკა მისი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებული ფინანსური გამოძიება. ტრამპის განმარტებით, ეს დემოკრატების მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.

ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2022 წელს რესპუბლიკელებს კონგრესის არჩევნების დროს დაეხმარება, ასევე, აღნიშნა, რომ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას არ გამორიცხავს.

დატოვე კომენტარი