დონალდ ტრამპი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ პირველ წინასაარჩევნო შეხვედრას დღეს გამართავს
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ წინასაარჩევნო შეხვედრას დღეს გამართავს. ღონისძიება ფლორიდის ქალაქ სენფორდში, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა.
10 ოქტომბერს ტრამპის ექიმმა განაცხადა, რომ ტრამპი აღარ წარმოადგენს სხვების მიმართ საშიშროებას კორონავირუსის გავრცელების მხრივ, 11 ოქტომბერს კი თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში თქვა, რომ მას აღარ აქვს კორონავირუსული ინფექცია და მის მიმართ იმუნიტეტი განუვითარდა.
დონალდ ტრამპმა „კოვიდ-19“-ის გამოვლენის შესახებ 2 ოქტომბერს განაცხადა და იმავე დღეს უოლტერ რიდის ჰოსპიტალში გაემგზავრა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჰოსპიტალი 5 ოქტომბერს დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.