აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი „ლოხ-ნესის ურჩხულია ჭაობში“. ეს განცხადება დონალდ ტრამპ უმცროსმა ქალაქ შარლოტში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა იმართება.
„ბაიდენი დაგპირდათ, რომ თქვენი ჯიბიდან ფული ჭაობში მოხვდება. ჯო ბაიდენი, ფაქტობრივად, ლოხ-ნესის ურჩხულია ჭაობში. ის უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, იქაა. ის შიგადაშიგ წამოყოფს ხოლმე თავს და პრეზიდენტად იყრის კენჭს, შემდეგ ქრება და არაფერს აკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ჩინეთის ხელისუფლების ინტერესებშია.
„მათ იციან, რომ ჯო ბაიდენი დაგვასუსტებს როგორც ეკონომიკურად, ისე მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა.