დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთი და ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებაზე ოცნებობენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთი და ირანი ოცნებობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩინეთი ოცნებობს ჯო ბაიდენზე. მათ სურთ, რომ ეს მოხდეს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ასევე, ირანი ოცნებობს ჯოზე. ასევე, არაერთი ქვეყანა. ისინი ოცნებობენ მასზე, რადგან ეს ასე თუ მოხდება, აშშ-ს ხელში ჩაიგდებენ, კონკრეტულად კი, ჩინეთი შემიძლია, გითხრათ. ის აშშ-ს მიისაკუთრებს. ვერ დავუშვებ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.