დონადლ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლი მტრად მიიჩნევს ყველას, ვინც ტერმინ „სუპერინტელექტის“ ნაცვლად „ხელოვნურ ინტელექტს“ იყენებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონადლ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლი მტრად მიიჩნევს ყველას, ვინც ტერმინ „სუპერინტელექტის“ ნაცვლად „ხელოვნურ ინტელექტს“ იყენებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„თეთრი სახლი ყველას, ვინც ტერმინს „ხელოვნურ ინტელექტს“ ფართოდ მიღებული ახალი და უფრო ზუსტი ტერმინის, „სუპერინტელექტის“ ნაცვლად იყენებს, მტრად მიიჩნევს!”- აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ (AI) ჩანაცვლდა ახალი სახელწოდებით – „სუპერინტელექტი“.
ამასთან, ტრამპმა 5 ოქტომბერს ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებაც განაცხადა.