Don Balon - სუარესი „ტოტენჰემიში“ გადავა, თუ „ბარსა“კოუტინიოსა და გრიზმანს იყიდის
Don Balon - სუარესი „ტოტენჰემიში“ გადავა, თუ „ბარსა“კოუტინიოსა და გრიზმანს იყიდის

კატალონური გამოცემა Don Balon წერს, რომ “ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. კერძოდ, “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ლონდონის “ტოტენჰემთან” გააფორმებს კონტრაქტს.
30 წლის ურუგვაელის სავარაუდო წასვლა უკავშირდება ორ ტრანსფერს, რომელიც, დიდი ალბათობით, შედგება.

საუბარია “ბარსელონაში” “ლივერპულის” ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოსა და “ატლეტიკოს” ფორვარდის ანტუან გრიზმანის გადასვლაზე. თუ ეს გარიგებები შედგა, სუარესი დატოვებს კატალონურ კლუბს, – მიაჩნია Don Balon-ს.
ამ სეზონში ურუგვაელმა 21 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 9 გოლი და 3 შედეგიანი პასი შეასრულა.