დომოგოი ჰაიდუგოვიჩი - ხორვატია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენი მხრიდან რაიმე სირთულეს ვერ ვხედავ, მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად
ხორვატია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენი მხრიდან რაიმე სირთულეს ვერ ვხედავ, მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ხორვატიის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დომოგოი ჰაიდუგოვიჩმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის გაფართოების მორიგ თარიღად დასახელებული 2030 წელი, უბრალოდ, სიმბოლურია და დებატების საკითხია, შესაძლებელი იქნება თუ არა პრაქტიკაში ამ თარიღისთვის კონკრეტული შედეგების მიღწევა.
„კარგია, რომ კონკრეტული მიზანი გვაქვს და შევხედავთ, როგორ გავუმკლავდებით ამას. ხორვატია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მაგრამ ასევე რეგიონის მიღმაც. როდესაც ზაფხულში თქვენი პრემიერი გვსტუმრობდა, ჩვენმა პრემიერმაც ასევე გამოხატა მზაობა და სურვილი, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რაც მან ასევე დაადასტურა რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო დებატებისას ჩემი კითხვის პასუხად. ასე რომ, ჩვენი მხრიდან რაიმე სირთულეს ვერ ვხედავ. მზად ვართ თქვენს მხარდასაჭერად. გვაქვს მსგავსი გამოცდილება, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მხრივაც. გვაქვს სხვა გამოცდილებაც, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის კუთხით. რასაკვირველია, ორივე მხარეს უნდა არსებობდეს ამის მზაობა. გვჯერა, რომ, ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ეს შეიცვლება. შესაძლოა, დაფიქრდნენ ადამიანები, რომ უმჯობესია, ევროკავშირის მოქალქეები იყვნენ, ვიდრე რუსეთის ფედერაციის“, – განაცხადა ხორვატიის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.