დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა

დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოში სარჩელი ქვეყანაში მცხოვრებმა ლგბტ თემის წარმომადგენელმა შეიტანა, რომელიც ამბობს, რომ კანონი მის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სექსუალური დანაშაულების აქტის მე-14 და მე-16 სანქციები თავისუფლების გამოხატვისა და პირადულობის უფლებას არღვევდა, ეს უფლებები კი ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

მედიის ცნობით, ლგბტქ აქტივისტები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ და ის კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ლგბტქ ადამიანების უფლებებისთვის მიმდინარე ბრძოლაში მნიშვნელოვან ეტაპად შეაფასეს.

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის ამკრძალავი კანონები კარიბის ზღვის ინგლისურენოვან ქვეყნებში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მმართველობის დროს მიიღეს.