ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში.
„სამწუხარო ამბავი უნდა გაგიზიაროთ. დავილაპარაკე ჩემს გუნდთან, გავაანალიზეთ სიტუაცია და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – უარი ვთქვათ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე“, – დაწერა ტიმმა „ტვიტერში“.
„ჩემთვის, ისევე როგორც ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა – უდიდესი პატივია და ამის გამო, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო რთულია. თუმცა, 2021 წელი ისე არ დაიწყო, როგორი მოლოდინიც მქონდა და თავს არ ვგრძნობ მზად ოლიმპიადისთვის.
ბოლო ორი კვირა მონდომებით ვვარჯიშობდი და თანდათან ვიწყებ საკუთარი ფიზიკური ფორმისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას. ჩემი მიზანია, აშშ-ის ღიაზე ტიტულის დაცვა“, – დაამატა ავსტრიელმა.
27 წლის ტიმი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანია.
უფრო ადრე უიმბლდონზე და აშშ-ის ღიაზე უარი თქვა ესპანელმა რაფაელ ნადალმა.