დომინიკ რააბი - ძალიან კმაყოფილი ვარ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით
დომინიკ რააბი - ძალიან კმაყოფილი ვარ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით

ძალიან კმაყოფილი ვარ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი წერს.

„ეს არის ჩვენი პირველი სავაჭრო უწყვეტობის შეთანხმება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან. ეს შეთანმხება უზრუნველყოფს ბიზნესის და მომხმარებლების სარგებელს, საქართველოსთან პრეფერენციული ვაჭრობის გაგრძელებით“, – აღნიშნავს დომინიკ რააბი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და  გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა დღეს ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის,  ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.