დომინიკ რააბი - დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „თალიბანს“ უახლოეს მომავალში, თუმცა ხედავს პირდაპირი ჩართულობის საჭიროებას
დომინიკ რააბი - დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „თალიბანს“ უახლოეს მომავალში, თუმცა ხედავს პირდაპირი ჩართულობის საჭიროებას

დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „თალიბანს“ უახლოეს მომავალში, თუმცა ხედავს პირდაპირი ჩართულობის საჭიროებას. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ყატარში ვიზიტისას განაცხადა.

„ვფიქრობ, არსებობს მიშვნელოვანი ფარგლები ჩართულობისა და დიალოგისთის, რათა შემოწმდეს „თალიბანის“ მიერ უკვე მოცემული დაპირებები“, – განაცხადა დომინიკ რააბმა დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ახლა უნდა ადაპტირდეს ავღანეთში შექმნილ ახალ რეალობასთან და ამჟამად ქვეყნისთვის პრიორიტეტია დიდ ბრიტანეთში დარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა.

დომინიკ რააბის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთიდან 17 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.