დომინიკ რააბი აცხადებს, რომ ბრიტანეთი უკრაინის მიმართ ცალმხრივად არ გაიმეორებს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება
დომინიკ რააბი აცხადებს, რომ ბრიტანეთი უკრაინის მიმართ ცალმხრივად არ გაიმეორებს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება

გაერთიანებული სამეფოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მდივანი დომინიკ რააბი აცხადებს, რომ ბრიტანეთი უკრაინის მიმართ ცალმხრივად არ გაიმეორებს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება, თუმცა, მისივე თქმით, ბრიტანეთმა დიდი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას და კვლავ განიხილავს სხვა ტიპის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას. ამის შესახებ რააბმა „ბიბისის“ რადიოს ეთერში განაცხადა.

უკრაინის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გაერთიანებული სამეფოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ფრთხილად განიხილავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ ყველა წინადადებას.

„მე არ ვიცი დეტალები, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს ძალიან ფრთხილად, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი წარმოგვიდგენს. ჩემი აზრით, ცალმხრივად არ გავიმეორებთ იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.