სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ დაბიში

21:50, 11.11.2026

ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა – აბუ დაბიდან დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთში ინაცვლებენ და პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად ემზადებიან.

12 ნოემბერს კი პოზიციების შეჯერებას ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეეცდებიან. რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, უთანხმოების თემები უცვლელია. პირველ რიგში იგულისხმება ტერიტორიული საკითხი. რუსეთის მოთხოვნების გამო უკრაინულმა მხარემ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაუნდად მიიჩნია. მთავარი თემები იყო ომის დასრულების გზები, უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და ჰუმანიტარული მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები. მოლაპარაკების მაგიდასთან არ იჯდა ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც აბუ დაბიში ჩავიდა. ვაშინგტონი მოლაპარაკებაში მათ ჩართვას და სამმხრივი ფორმატის გაფართოებას ცდილობს, თუმცა წინააღმდეგია რუსეთი.

რა შედეგით და განცხადებებით დასრულდა ორდღიანი მოლაპარაკება – გივი ბარამიძე დეტალებით.

მსგავსი