„დოლჩე გაბანას“ ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

20:07, 22.09.2019

იტალიური მოდის სახლის, „დოლჩე გაბანას“ ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა.

მატილდა გვარლიანმა და თათია ახალაიამ ბრენდის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მატილდა გვარლიანისთვის მაღალი მოდის პოდიუმზე დღეს დებიუტი შედგა.

ჩვენება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი