„დოიჩე ველე“ - T-mobile-ზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
„დოიჩე ველე“ - T-mobile-ზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

T-mobile-ზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაახლოებით 40 მილიონი მომხმარებელი დაზარალდა. მათ შორისა 7,8 მილიონი მომხმარებელი, რომლებიც ამერიკული მობილური ოპერატორის საგადასახადო მომსახურეობით სარგებლობს.

კიბერთავდამსხმელებმა მომხმარებლების სახელსა და გვარზე, სოციალური დაცვის ნომრებზე, დაბადების თარიღის დეტალებზე და მართვის მოწმობის დეტალებზე მოიპოვეს ინფორმაცია.

როგორც მობილური ოპერატორის წარმომადგენლები აცხადებენ, კიბერთავდამსხმელებმა ვერ შეძლეს მომხმარებელთა ისეთ ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება, როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომრები და პაროლები.

ბოლო რამდენიმე თვეა კიბერშეტევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. მიმდინარე თვეს კიბერთავდამსხმელებმა შეტევა კრიპტოვალუტების პლატფორმა „პოლი ნეთვორქზე“ განახორციელეს და ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.