„დოიჩე ველე“ - სირიის უსაფრთხოების ძალებმა ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ, რეიდები დაიწყო
„დოიჩე ველე“ - სირიის უსაფრთხოების ძალებმა ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ, რეიდები დაიწყო

სირიის უსაფრთხოების ძალებმა ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ, რეიდები დაიწყო.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის ცნობით, რეიდისას მოკლულია ასადის რეჟიმთან კავშირში მყოფი სამი შეიარაღებული პირი. ამ რეგიონში ერთი დღით ადრე, ჩასაფრებისას 14 სამართალდამცველი მოკლეს და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ასადის ლოიალისტებს დაეკისრა.

ახალი რეჟიმის საპოლიციო ძალებს ერთ-ერთი ოფიცრის დაკავების დროს, ამ ოფიცრის ძმამ და მხარდამჭერებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რა დროსაც მათი ავტომობილი და ცოცხალი ძალა გაანადგურეს.