„დოიჩე ველე“ - მიანმარში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს
„დოიჩე ველე“ - მიანმარში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს

მიანმარში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციელები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

გაერო-ს ბოლო მონაცემებით, მიანმარში საპროტესტო აქციების მსვლელობის დროს დაღუპულია 54 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვებიც. ათასობით ადამიანი დაჭერილია.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სამხედროები 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ-დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, არ ეთანხმებიან. სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისია აცხადებს, არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს.