„დოიჩე ველე“ - კოსოვოში მცხოვრები სერბები ავტომობილის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, სახელმწიფო უწყებებში თანამდებობებს ტოვებენ
„დოიჩე ველე“ - კოსოვოში მცხოვრები სერბები ავტომობილის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, სახელმწიფო უწყებებში თანამდებობებს ტოვებენ

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბები ავტომობილის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, სახელმწიფო უწყებებში თანამდებობებს ტოვებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კოსოვოს ხელმძღვანელობამ მანამდე 10 000-მდე ეთნიკურ სერბს სერბეთის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების შეცვლა მოსთხოვა. კოსოვოს ადმინისტრაცია ითხოვს, სერბებმა კოსოვოს მიერ გაცემული ნიშნები ატარონ. გავრცელებული ცნობით, ეთნიკური სერბები მთავრობაში, პოლიციასა და სასამართლოებში ასევე დატოვებენ სამუშაოს.

მედიის ცნობით, სერბებმა მოითხოვეს სერბული მუნიციპალიტეტების გაერთიანების შექმნა, რომელიც სერბებით დასახლებულ რაიონებს მეტ ავტონომიას მიანიჭებდა. როგორც მედია წერს, სერბების გადაწყვეტილებამ გამოიწვია ევროკავშირის შეშფოთება, რომელიც მხარეებს შორის მოლპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ბრიუსელში აცხადებენ, რომ კოსოვოს ინსტიტუტებიდან სერბების წასვლა არსებული დავის გადაწყვეტას არ ნიშნავს და დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის რისკებს აჩენს.

ევროკავშირმა კოსოვოს მოუწოდა, სასწრაფოდ გაახანგრძლივოს მანქანების ხელახალი რეგისტრაციის პროცესი.