„დოიჩე ველე“ – ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 40 მიგრანტს მალტის სანაპიროზე ჩასვლის უფლებას მისცემენ

19:04, 04.08.2019

ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 40 მიგრანტს, რომლებიც ამ დრომდე სამაშველო გემზე იმყოფებიან, მალტის სანაპიროზე ჩასვლის უფლებას მისცემენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობამ და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს და მიგრანტები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდებიან.

პრემიერის თქმით, მალტაში არც ერთი მიგრანტი არ დარჩება.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელი ქვეყნები მიიღებენ გადარჩენილ მიგრანტებს.

მსგავსი