„დოიჩე ველე“ – ირანში ომის გამო აშშ-ის სარაკეტო მარაგები იწურება, რაც აფერხებს რუსეთის საზღვართან მდებარე ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებას

15:23, 29.04.2026

„დოიჩე ველე“ – ირანში ომის გამო აშშ-ის სარაკეტო მარაგები იწურება, რაც აფერხებს რუსეთის საზღვართან მდებარე ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებას, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გავრცელებული ცნობით, ფრონტის ხაზთან მყოფი სახელმწიფოები, მათ შორის ესტონეთი, აცხადებენ, რომ დეფიციტმა, შეიძლება, შეაფერხოს მზადყოფნა. ესტონეთს, ფინეთსა და ლიეტუვას აცნობეს, რომ აშშ-ის იარაღის მწარმოებლების ტვირთები, მათ შორის HIMARS-ის საბრძოლო მასალა, დაგვიანებით ჩავა.

ესტონეთი აცხადებს, რომ შესაძლოა, სხვა მომწოდებლებს, მაგალითად, სამხრეთ კორეას მიმართოს.

„დოიჩე ველეს“ თანახმად, დეფიციტი ხაზს უსვამს ევროპის მუდმივ დამოკიდებულებას ამერიკულ თავდაცვის წარმოებაზე.

მსგავსი