„დოიჩე ველე“ - გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკუაგდო წინადადება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ
„დოიჩე ველე“ - გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკუაგდო წინადადება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკუაგდო წინადადება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა, შეესრულებინა მმართველი კოალიციიდან ბუნდესტაგის დეპუტატების მიერ წამოყენებული წინადადება, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი და საჭიროების შემთხვევაში, დათანხმდნენ ბუნდესვერის დასუსტებას.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში, რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, გერმანია ასეთ რისკზე ვერ წავა.

„მართლაც, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პუტინი ისარგებლებს ნატო-ს თავდაცვის მზადყოფნაში ნებისმიერი სისუსტით და დროებითი ხარვეზითაც კი“, – ციტირებს სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს გამოცემა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიამ ალიანსის პარტნიორების მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს ვალდებულებების ფარგლებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში.