„დოიჩე ველე“ - ესპანეთის ეპარქიას „ჰომოსექსუალიზმის სამკურნალო კურსის“ გამო დააჯარიმებენ 
„დოიჩე ველე“ - ესპანეთის ეპარქიას „ჰომოსექსუალიზმის სამკურნალო კურსის“ გამო დააჯარიმებენ 

ესპანეთის ეპარქიას „ჰომოსექსუალიზმის სამკურნალო კურსის“ გამო დააჯარიმებენ.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ქალაქ ალკალა-დე-ენარესის ეკლესიის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

ვარაუდობენ, რომ ეპარქიაში „ჰომოსექსუალიზმის სამკურნალო კურსებს“ ატარებდნენ. ამის გამო ეკლესია შესაძლოა, 45 ათასი ევროთი დააჯარიმონ. მადრიდის პროვინციაში, სადაც ალკალა-დე-ენარესი მდებარეობს, მსგავსი კურსების ჩატარება აკრძალულია.

2016 წელს მადრიდის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლითაც ჰომოფობია და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანების დისკრიმინაცია ისჯება.

ეკლესიაში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ სექსუალური განათლების კურსებს ატარებდნენ.