ჩეხეთს რუსულ ნავთობზე საბოლოოდ სურს უარის თქმა.
როგორც ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა, ლუკაშ ვჩეკისმა განაცხადა, ქვეყანა უკვე ცდილობს მომწოდებლების დივერსიფიცირებას და უკვე შეიძინა ჩრდილოეთის ზღვისა და სხვა რეგიონების ნავთობი.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ალტერნატიული გზა, შესაძლოა, გახდეს ტრანსალპური ნავთობსადენიც, რომელიც იტალიის საპორტო ქალაქ ტრიესტიდან ნავთობს ცენტრალური ევროპის ქვეყნებს აწვდის.
რუსეთმა ჩეხეთს მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით ნავთობის მიწოდება 4 მარტიდან შეუწყვიტა. მიზეზად აშშ-ის სანქციების გამო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები დასახელდა.