დოჰაში მკაცრად გმობენ ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს

21:45, 23.06.2025

კატარი მკაცრად გმობს ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი წერს, კატარი ამას სახელმწიფოს სუვერენიტეტის, თავისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევად მიიჩნევს.

მაჯედ ალ-ანსარიის განაცხადებით, კატარი ინარჩუნებს პასუხის უფლებას.

„კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით შეაჩერეს თავდასხმა და ჩაჭრეს ირანული რაკეტები. რაც შეეხება ბაზას, ის მანამდე იყო ევაკუირებული“, – წერს მაჯედ ალ-ანსარი x-ზე.

სპიკერის თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული ბაზაზე მყოფი პერსონალისა და შეიარაღებული ძალების უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა“, – წერს სპიკერი.

მსგავსი