დღეს, ყატარის დედაქალაქში, დაშნით ფარიკაობაში გრან პრი აიღებს სტარტს. დოჰაში საქართველოს ერთი წარმომადგენელი ეყოლება, ქალთა შორის მაია გუჩმაზოვა იასპარეზებს. ქალთა შეჯიბრი, ხვალ 26 იანვარს, 9:00 დაიწყება.
ხვალ, ავსტრიის ქალაქ მიოდლინგში, კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი INTERNATIONALES FREDI GRASNEK KADETTENTURNIER გაიმართება. შეჯიბრში ქართველი ხმლით მოფარიკავეები: ვახტანგ არჩვაძე, ლაშა კუჭუხიძე, ლუკა ლომინაძე იასპარეზებენ. ჯგუფური ეტაპი 12:00 დაიწყება.
წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური