ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ გენეტიკურ კუთვნილებაზე ტესტი ჩააბარა.
„მე გავიკეთე გენეალოგიური დნმ-ტესტი. ჯანდაბა. როგორც აღმოჩნდა, წარმოშობით კონგოდან ვარ. დიახ, მართლაც აღმომაჩნდა კონგოლეზიური ფესვები. ჩემი აზრით, ეს დიდი უცნაურობაა“, – განაცხადა „რკინის მაიკმა“.
მაიკ ტაისონმა პროფესიულ რინგზე 56 ბრძოლა ჩაატარა და 50 მოიგო. მან კარიერა 2005 წელს დაასრულა, თუმცა 2020 წლის გაზაფხულზე საქველმოქმედო ბრძოლების ჩასატარებლად რინგზე დაბრუნება დააანონსა.