დმიტრო კულებას ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება
დმიტრო კულებას ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება. დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის ლიდერი უკრაინას სტრატეგიული დონის მოლაპარაკებებს გამართავს.

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კონტექსტში და ყირიმის საკითხისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტი ორჯერ გამოვიდა ინიციტივით, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინასა და რუსეთს შორის, რათა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო სიტუაციის ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.