დმიტრო კულებამ კიევში საჰაერო იერიშების საფრთხის გამო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს კიევში საჰაერო იერიშების საფრთხის გამო თავშესაფრიდან მიმართა.
როგორც კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ის ალბათ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც ევროპულ საბჭოს საჰაერო განგაშის გამო თავშესაფრიდან მიმართა.
„ვითხოვე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემისა და აღჭურვილობის მიწოდება. მოვუწოდე ევროკავშირს, დააწესოს სანქციები ირანს წინააღმდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი უნდა იყოს ძლიერი“, – წერს კულება.
I’m probably the first foreign minister to address EU FAC from a bomb shelter because of the air raids siren. Requested more air defense & supply of ammo. Called on EU to impose sanctions on Iran for providing Russia with drones. 9th EU sanctions package on Russia must be strong. pic.twitter.com/NQZLKf6xwm
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) October 17, 2022