დმიტრო კულება - ვიდრე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი აკონტროლებს, ის თავდასხმის საფრთხის ქვეშ რჩება
ვიდრე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი აკონტროლებს, ის თავდასხმის საფრთხის ქვეშ რჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ისინი იბრძვიან, რომ იპოვონ გზა, რათა შეასრულონ ეს, როგორც ცრუ დროშის ოპერაცია ან როგორც სხვა რამ, რაც მათ პირდაპირ არ მიეკუთვნება. ვფიქრობ, ეს სხვა არაფერია, თუ არა შიშის თამაში, რადგან პუტინს ძალიან უყვარს სიცოცხლე და დასავლეთი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ გადაწყვეტს, რომ პუტინთან ბირთვული შიშის თამაში ითამაშოს“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ვაგნერის“ წარუმატებელი აჯანყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პრიგოჟინმა ძალიან სწრაფად დათმო“.
„ეს აჯანყება 48 საათის განმავლობაში რომ გაგრძელებულიყო, დარწმუნებული ვარ, დემორალიზებულ გავლენას ვიგრძნობდით რუსეთის ძალებზე, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. სამწუხაროდ, პრიგოჟინმა ძალიან სწრაფად დათმო. ასე რომ, დრო არ იყო ამ დემორალიზებული ეფექტით რუსეთის სანგრებში შეღწევისთვის“, – აღნიშნა კულებამ.