დმიტრო კულება - უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის მთავარ დაბრკოლებას რუსეთისთვის ასეთი სიგნალის გაგზავნის სურვილის არარსებობა წარმოადგენს
დმიტრო კულება - უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის მთავარ დაბრკოლებას რუსეთისთვის ასეთი სიგნალის გაგზავნის სურვილის არარსებობა წარმოადგენს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის მთავარ დაბრკოლებას რუსეთისთვის ასეთი სიგნალის გაგზავნის სურვილის არარსებობა წარმოადგენს.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება კულებამ უკრაინული ტელეკომპანიის ICTV-ის ეთერში გააკეთა.

„ჩვენ გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ უკრაინისთვის სწორედ ახლა წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემისთვის მთავარი დაბრკოლება არის რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი სიგნალის გაგზავნის სურვილის არარსებობა“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს სკეპტიკოს ქვეყნებთან და პარალელურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის გზა უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ საკმარისი რეფორმები ჩაატარა იმისთვის, რომ მიიღოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა და ამის უარყოფა „ცინიკური ფარისევლობა“ იქნებოდა. კულებას თქმით, ნატო-ს MAP-ისა და წევრობის მიღების პროცესი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს.