დმიტრო კულება - უკრაინის სტრატეგიული ამოცანა, 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება
დმიტრო კულება - უკრაინის სტრატეგიული ამოცანა, 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება

უკრაინის სტრატეგიული ამოცანა – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

უკრაინელი დიპლომატი არ უარყოფს, რომ კიევს ესმის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დათმობების შესახებ იდეები, თუმცა კულებამ მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა.

„იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას გვთავაზობენ, პირველ რიგში, თავიანთ მთავრობებს უნდა შესთავაზონ მსგავსი – ვინმესთვის საკუთარი ტერიტორიის, ხალხის ნაწილის მიცემა. გააკეთონ ეს თავად და ჩვენც დავინახავთ, შეიძლება თუ არა ამაზე საუბარი“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, ბრძოლის ველზე შექმნილი ჩიხის შესახებ დასმულ შეკითხვას მინისტრმა მოკლედ უპასუხა, რომ ფრონტის ხაზზე ჩიხი არ არის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებს უკრაინის შეიარაღებისკენ.