დმიტრო კულება – უკრაინას სჭირდება მეტი თანამედროვე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა, მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მათი მოწოდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, სწრაფად გადასცენ უკრაინას თანამედროვე ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის საჰაერო შეტევებისგან თავდაცვა.
ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ გაავრცელა.
„რუსეთი აგრძელებს სარაკეტო ტერორს ზაპოროჟიეზე. ღამის განმავლობაში 12 დარტყმა საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინას სჭირდება უფრო მეტი ანტისაჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მათი მოწოდება“, – წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.
Росія продовжує ракетний терор проти Запоріжжя. За ніч 12 ударів по житлових будинках, щонайменше 12 убитих і ще більше поранених. Україна потребує більше сучасних систем протиповітряної та протиракетної оборони, щоб рятувати невинні життя. Закликаю партнерів прискорити поставки.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) October 9, 2022