დმიტრო კულება - უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები, ვიდრე ისინი ჩამოაგდებენ ბომბებს ხარკოვსა და სხვა პუნქტებზე, მოგვეცით საჰაერო თავდაცვის საშუალებები, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე ნებართვა რუსეთის იერიშების აღკვეთის საუკეთესო გზაა. ამგვარად გამოეხმაურა დმიტრო კულება რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას.
„უკრაინის პარტნიორებს აქვთ ორი გზა ამგვარი დარტყმების თავიდან ასაცილებლად. პირველი, მეტი „პეტრიოტი“ და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემა უკრაინისთვის; მეორე, უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები, ვიდრე ისინი ჩამოაგდებენ ბომბებს ხარკოვში და სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები და მხარი დაუჭირეთ უკრაინის დარტყმებს რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ“, – წერს კულება სოციალურ ქსელ X-ში.
რუსეთის ძალებმა დღეს ხარკოვში სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტზე განახორციელეს დარტყმა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 40 ადამიანი.