დმიტრო კულება - უკრაინამ ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულა, შეგვიძლია, დამატებით ვიხტუნაოთ და ვიცეკვოთ, მაგრამ ის, რასაც ითხოვდნენ, შესრულებულია
დმიტრო კულება - უკრაინამ ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულა, შეგვიძლია, დამატებით ვიხტუნაოთ და ვიცეკვოთ, მაგრამ ის, რასაც ითხოვდნენ, შესრულებულია

უკრაინამ ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულა, შეგვიძლია, დამატებით ვიხტუნაოთ და ვიცეკვოთ კიდეც, მაგრამ ის, რასაც ითხოვდნენ, შესრულებულია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები, რომელიც უკრაინის კანონმდებლობის ვენეციის კომისიის დასკვნასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობდა.

„ვენეციის კომისიის ყველა მთავარი რეკომენდაციის იმპლემენტაცია უკვე მოხდა უკრაინის კანონმდებლობაში. ჩვენ შეგვიძლია ვიხტუნაოთ და ვიცეკვოთ კიდეც, თუ ამას მოგვთხოვენ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თამაში უნდა იყოს სამართლიანი. თუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ კონკრეტული რამ უნდა გავაკეთოთ და ამას ვაკეთებთ, ეს უნდა აღირიცხოს, როგორც შედეგი და  იყოს საფუძველი შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენ მუდმივად ვეწინააღმდეგებით კონცეფციას, როდესაც ჩვენ გვაძლევენ შესასრულებელი სამუშაოს ნუსხას და როცა მას შევასრულებთ, მოთხოვნების ახალი სია ჩნდება. უკრაინამ ერთ თვეში შეასრულა, რასაც ჩვენგან ოთხ თვეში ელოდებოდნენ. ეს გახლავთ ჩვენი ერთგულებისა და შესაძლებლობების მკაფიო ნიშანი“, – განაცხადა კულებამ.