დმიტრო კულება – უკრაინა მოუწოდებს სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად
უკრაინა მოუწოდებს სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის. მას შემდეგ ჩვენ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, თუმცა ის არასდროს გაიღო. უსაფრთხოების ვაკუუმმა გამოიწვია რუსეთის აგრესია. მსოფლიოს უკრაინის წინაშე უსაფრთხოება მართებს და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად“, – წერს კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
Ukraine gave up nuclear weapons for the sake of world peace. We have then been knocking on NATO’s door, but it never opened. Security vacuum led to Russian aggression. The world owes Ukraine security and we ask states to decide which security guarantees they are ready to provide.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 29, 2022