დმიტრო კულება - უკრაინა მიმართავს ყველა ზომას, თუ ბელარუსი ოფიციალურად აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად
უკრაინა მიმართავს ყველა ზომას, თუ ბელარუსი ოფიციალურად აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ბელარუსი ნამდვილად თუ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას, ეს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობებს. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას. ყირიმი არ არის ის საკითხი, სადაც თავს თავშეკავების უფლებას ვაძლევთ“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე, რომ აპირებს ყირიმში ჩასვლას და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი დე ფაქტო რუსულია და ადგილზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ კი, დე იურეც გახდა.