დმიტრო კულება - უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე
დმიტრო კულება - უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არსებობს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც რუსეთმა საკუთარი სამხედროები შენიღბა და რუსული არმიის ყველა კუთვნილება დამალა ყირიმის ოკუპაციის და დონბასში სამხედრო მოქმედებების განხორციელების დროს.

„რუსეთს არასწორხაზოვნად მოქმედება შეუძლია, ამიტომ უკრაინა არ მიიღებს ახსნის არანაირ მცდელობას, რომ რუსეთის შესაკავებლად არ არის საჭირო რამის გაკეთება, რადგან ეს „არაა საკმარისად მასშტაბური შემოჭრა“ ან არ არსებობს „საკმარისი მტკიცებულებები“, რომ ეს რუსი ჯარისკაცები არიან, ან თუნდაც, ფერმერები, მეშახტეები ან უცნობი „პატარა მწვანე კაცები“ არიან. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო და ამბობს, რომ სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე.

„არანაირი ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს და პირადად პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინას. არც იმაში, რომ აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადასვლის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს სხვა არჩევანის საშუალება არ ექნებათ, გარდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.