დმიტრო კულება - შეგვიძლია, გავმართოთ მოლაპარაკებები რუსეთთან მას შემდეგ, რაც ჯარი გავა ჩვენი მიწიდან, მაგრამ არა პუტინთან, მან ბევრი დანაშაული ჩაიდინა
დმიტრო კულება - შეგვიძლია, გავმართოთ მოლაპარაკებები რუსეთთან მას შემდეგ, რაც ჯარი გავა ჩვენი მიწიდან, მაგრამ არა პუტინთან, მან ბევრი დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევი მზად იქნება მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მაშინ, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები გავლენ უკრაინიდან, თუმცა პუტინთან დიალოგი არ გაიმართება. ეს განცხადება დმიტრო კულებამ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ შეგვიძლია, გავმართოთ მოლაპარაკებები რუსეთთან მას შემდეგ, რაც ჯარი გავა ჩვენი მიწიდან, მაგრამ არა პუტინთან. ეს მიზანი შეიძლება იყოს მიღწეული ომისა და დიპლომატიის ნაზავით. ჩვენი გენერლები ახლა პირველი საკითხით არიან დაკავებულები, მათი ამოცანაა, უბიძგონ რუსეთს უკან დახევისკენ და დაარწმუნონ, რომ ომს საუბარი სჯობს“,- აცხადებს კულება.

ამასთან ერთად, კულებამ განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგანაც მან ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა.

„ჩვენთვის ცხადია, რომ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან არასდროს ვიხილავთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.