დმიტრო კულება - სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება შვიდი „პატრიოტის“ სისტემა
დმიტრო კულება - სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება შვიდი „პატრიოტის“ სისტემა

სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამატებით „პეტრიოტის“ სისტემების მიღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „რუსეთის შემზარავმა თავდასხმამ მთელ მსოფლიოში ყველას უნდა შეახსენოს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ და სასწრაფოდ სჭირდება შვიდი „პეტრიოტის“ სისტემა“.

„მაგრამ კიდევ ექვსი სისტემის რაც შეიძლება სწრაფად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენისთვის, არამედ ევროპაში მშვიდობისთვისაც. არავის დასახელების ან შერცხვენის გარეშე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ „პეტრიოტის“ სისტემები, დააჩქარონ გადაწყვეტილება და მიაწოდონ ეს კომპლექსები უკრაინას. მიმაჩნია, რომ შვიდი „პეტრიოტის“ კომპლექსი არ არის ისეთი დიდი ფასი, რომელიც გადაიხდის ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას, მაგრამ ისინი ახლა არის საჭირო და არა – ხვალ. სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.