დმიტრო კულება - სამმა ქვეყანამ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას, რაშიც „ასოცირების ტრიოს“ ფორმატი დაგვეხმარება
დმიტრო კულება - სამმა ქვეყანამ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას, რაშიც „ასოცირების ტრიოს“ ფორმატი დაგვეხმარება

ჩვენ, სამმა ქვეყანამ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს რეფორმების განხორციელების და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების საკითხში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ამ მიმართულებით სვლას აუცილებლად გააგრძელებენ, რაშიც „ასოცირების ტრიოს“ ფორმატი დაეხმარებათ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო უმაღლეს წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განვითარების მიზნით, დიფერენციაციის და ინკლუზიურობის პრინციპების განხილვისთვის. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირთან ერთად მივაღწიეთ საერთო აზრს დიფერენციაციასთან დაკავშირებით. ჩვენ, სამმა ქვეყანამ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს რეფორმების განხორციელების და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების საკითხებში. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას, რაშიც „ასოცირების ტრიოს“ ფორმატი დაგვეხმარება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.