დმიტრო კულება - რუსეთის მიერ ბრიტანეთის ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნა რუსეთის აგრესიულ და პროვოკაციულ პოლიტიკას აჩვენებს
დმიტრო კულება - რუსეთის მიერ ბრიტანეთის ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნა რუსეთის აგრესიულ და პროვოკაციულ პოლიტიკას აჩვენებს

რუსეთის მიერ ბრიტანეთის ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნა რუსეთის აგრესიულ და პროვოკაციულ პოლიტიკას აჩვენებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინას და მის მოკავშირეებს.

„უკრაინის პოზიციის ნათელი დადასტურება: რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული მოქმედებები შავ და აზოვის ზღვებში, მის მიერ ყირიმის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მუდმივ საფრთხეს უქმნის უკრაინას და მის მოკავშირეებს. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობის ახალი ხარისხი შავ ზღვაში უკრაინასა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.