დმიტრო კულება - რუსებმა ჩაიდინეს მორიგი დანაშაული, ცეცხლი გაუხსნეს დაწესებულებას, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავდათ დაკავებული, მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, აღიარონ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ
დმიტრო კულება - რუსებმა ჩაიდინეს მორიგი დანაშაული, ცეცხლი გაუხსნეს დაწესებულებას, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავდათ დაკავებული, მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, აღიარონ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, აღიარონ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ მას სემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებულ ელენოვკაში კოლონიას, სადაც უკრაინის სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„რუსებმა ჩაიდინეს მორიგი საშინელი სამხედრო დანაშაული, ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებულ ელენოვკაში გამოსწორებით დაწესებულებას, სადაც მათ დაკავებული ჰყავდათ უკრაინელი სამხედრო ტყვეები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, მკაცად დაგმონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეს უხეში დარღვევა და აღიარონ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, დღეს დონეცკის ოლქის სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოლენოვკაში მდებარე იმ კოლონიაზე იერიშის შესახებ განაცხადეს, სადაც უკრაინელი ტყვები იმყოფებოდნენ. რუსული მხარის ცნობით, დაღუპულია 53 ადამიანი. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში, ელენოვკაში კოლონიას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რათა ტყვეების წამება, მკვლელობის კვალი დაემალა და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაედანაშაულებინა. გენშტაბი უკრაინის ძალების მხრიდან ელენოვკას რაიონზე სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს უარყოფს.